გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ივანე გოგია და ბესო კულუა გაემგზავრნენ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. პროექტი მთლიანად ფინანსდება გერმანული მხარისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო გერმანიაში დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე რაიბული 595 51 98 34