ახალი დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ამავე ინსტიტუტის დირექტორის, სამართლის დოქტორის, პროფესორ ანა ფირცხალაშვილის ნაშრომი კაზუსის ამოხსნის 4 მოდელი ძირითად უფლებებში.  

 

წიგნის მოკლე ანოტაცია

 

კონსტიტუციაში გარანტირებული ძირითადი უფლებები გადმოცემის ზოგადი, აბსტრაქტული მანერით გამოირჩევა. ზოგჯერ, კონსტიტუციით გარანტირებული ეს ღირებულებები პათეტიკურადაც კი გვეჩვენება. ადამიანის ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება,  ხელისუფლებების მიერ ამ უფლებათა იმპლემენტაცია ან სასამართლოს განმარტება, აშკარას ხდის, რომ აუცილებელია ძირითადი უფლების დარღვევის ფაქტების დეტალური შემოწმება. ამ მიმართულებით  კაზუსის ამოხსნა ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობას, არგუმენტაციის სიმყარესა და დასაბუთებულ დასკვნებს.

 

სამართლებრივი თეორიების და კონკრეტული რეგულაციების სრულყოფილი ცოდნის მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა ის კონკრეტული მაგალითების, შემთხვევების დამუშავებისა და გადაწყვეტის პარალელურად შეისწავლოს. სწორედ ამისათვის არსებობს კაზუსის ამოხსნისათვის დადგენილი მეთოდიკა. მისი ცოდნა ხელს უწყობს სტუდენტს ყურადღების მიღმა არ დარჩეს მნიშვნელოვანი და საგულისხმო საკითხები. შემუშავებული მეთოდი მართალია ვერ შეავსებს თეორიული ცოდნის დეფიციტს, მაგრამ დაეხმარება სტუდენტს, რომ მისი ცოდნა სწორად  იქნას გამოყენებული და მივიდეს დასაბუთებულ დასკვნამდე. 

 

იმისათვის, რომ სტუდენტისათვის ტექნიკური თვალსაზრისით მოსახერხებელი და მარტივი იყოს კაზუსზე მუშაობა, აღნიშნულ ნაშრომს, თან ერთვის საქართველოს კონსტიტუცია

 

ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი მომზადდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით. რისთვისაც ავტორი გულითად მადლობას უხდის მას.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge