სამართლის სკოლის დოქტორანტის ქეთევან კუხიანიძის დისერტაციის დაცვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის სკოლის დოქტორანტის ქეთევან კუხიანიძის დისერტაციის დაცვა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის ქეთევან კუხიანიძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „შვილად აყვანა ქართულ და უცხოურ კანონმდებლობაში და ამ საქმეთა განხილვის თავისებურებანი“. დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: სამართლის დოქტორი ვალერიან ხრუსტალი.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ქეთევან კუხიანიძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

 

 

საკონტაქტო პირი: ამირან მოსულიშვილი; a.mosulishvili@gruni.edu.ge