უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული თანამშრომლობის სისტემის ფორმირება და განვითარება - უპირატესად ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლებისა და მომავალი ადვოკატების სტაჟირების პროგრამის ფარგლებში; თემატური პროექტების, მასტერკლასების, კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება.
ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი - ირაკლი ყანდაშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები.
ცერემონიალის დაწყებამდე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი, სამართლის სკოლის სტუდენტებს, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696