ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის მობილობა+2 (Mobility +2) პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე გაემგზავრა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია), სადაც ერთი კვირის განმავლობაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, იმუშავებს სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებზე.
პროექტი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.