388 000$ აშშ-ი სწავლისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


388 000$ აშშ-ი სწავლისათვის

საქართველოდან აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA), სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ორი კანდიდატი მათ შორის ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის სკოლის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სანდრო სტაჟაძე შეირჩა.

 

საქართველოს შსს-ს პოლიციის აკადემიის მიერ წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს პოლიციის აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation - ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სანდრო სტაჟაძე აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში 4 წელი ისწავლის და სწავლისა და ცხოვრების საფასურს, მათ შორის, სახელმძღვანელოებით და სტიპენდიით უზრუნველყოფას, რაც წელიწადში 97 000 აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანად ამერიკული მხარე აანაზღაურებს.

 

აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია აშშ-ს საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის.

 

 

საკონტაქტო პირი: მურთაზი კვირკვაია m.kvirkvaia@gruni.edu.ge