გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის გურამ ბერბიჭაშვილის (მიტროპოლიტი გრიგოლი) დისერტაციის დაცვა თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა, კომიტეტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუდ შნაიდერი (გერმანია), რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სადისერტაციო ნაშრომს. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
საკონტაქტო პირი: ამირან მოსულიშვილი a.mosulishvili@gruni.edu.ge