საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ქართულ- გერმანული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში, უნივერსიტეტის დაფინანსებით, გაემგზავრნენ ევროპაში (საფრანგეთი, გერმანია, შევეიცარია). სასწავლო-პრაქტიკულ ტურს ხელმძღვანელობს სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
სტუდენტები გაეცნობიან ევროსაბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპის პარლამენტის საქმიანობას, მუშაობის რეგლამენტს, შეხვდებიან აღნიშნული სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენლებს, დაათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge