ფილოსოფიური გეოგრაფია: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფილოსოფიური გეოგრაფია: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სერიის - „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“ - ფარგლებში გამოიცა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, გიორგი თავაძის მონოგრაფია: „ფილოსოფიური გეოგრაფია: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები“.

 

ნაშრომში განხორციელებულია ფილოსოფიური გეოგრაფიის, როგორც ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური ფილოსოფიური დარგის, ახალ საწყისებზე დაფუძნების მცდელობა. ფილოსოფიური გეოგრაფია გაგებულია, როგორც ერთგვარი „ხიდი“ ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებს შორის. განსხვავებულ მოაზროვნეთა შეხედულებების ანალიზის საფუძველზე ავტორი აჩვენებს გეოგრაფიული კონცეპტების მნიშვნელობას ფილოსოფიური აზროვნებისათვის.