გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ნინო ჯაფარიძე და თამარ ოთარაშვილი, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან, ერთი სემესტრით იმყოფებოდნენ აღნიშნულ უნივერსიტეტში. სწავლების პროცესი დაფინანსდა გერმანული მხარის მიერ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები, დაგროვილი კრედიტები კი ჩაეთვალათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე რაიბული 595 51 98 34