ინტერაქტიური სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერაქტიური სემინარი


104-ე აუდიტორიაში ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულმა ნინო ჩხვირკიამ. აღსანიშნავია, რომ იგი არასამთავრობო ორგანიზაცია Geto-ს (საქართველოს საგანმანათლებლო ტურიზმის ორგანიზაცია) დამფუძნებელია.


შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია Geto-ს სტაჟირების პროგრამები, საგანმანათლებლო ტრეინინგები და სხვ.. ორგანიზაცია გეგმავს ჩაატაროს კვლევები და ხელი შეუწყოს ტურიზმის ისეთი სახეების განვითარებას, რომლის აუცილებლობაც არის საქართველოში.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა შეავსეს კითხვარი, რომელიც საგანმანათლებლო ტურიზმის ორგანიზაციის სრულყოფას ითვალისწინებს.

 

სემინარს ორგანიზება გაუწია ბიზნესის და მართვის სკოლამ და სტუდენტურმა გაერთიანება ალმა ბიზნესი კლუბმა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge