ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვა.
ტრადიციულად, უნივერსიტეტებმა გამოავლინეს წლის ადამიანის უფლებათა დამცველი. ეს წოდება მიენიჭა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ წევრს ქეთევან ერემაძეს.
კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის, სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო მხარდამჭერი ორგანიზაციები - USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG); გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge