საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა


თბილისის მედიათეკის დარბაზში ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა.

 

კვირეული გახსნეს ორგანიზატორი უნივერსიტეტების პროფესორებმა:

 

ქეთევან ერემაძემ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ანა ფირცხალაშვილმა - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანი;

დავით ზედელაშვილმა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;

და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენელბმა (პროგრამა - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში EWMI-PROLoG, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი OHCHR).

 

კვირეული გაიხსნა საჯარო დისკუსიით - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების აქტების კონსტიტუციურობის კონტროლისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის რეტროაქტიული ეფექტის მინიჭების კონსტიტუციურობა.

 

მოხსენებების მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას  კითხვების დასმისა და დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

 

პირველი სხდომის მოდერატორი იყო:

კონსტანტინე ვარძელაშვილი - ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

 

ადამიანის უფლებათა კვირეულის მხარდამჭერები არიან: USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამა (EWMI- PROLoG ), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

 

კვირეულის პროგრამა იხ. აქ.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge​