ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულის გიორგი თარხნიშვილის ღია ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულის გიორგი თარხნიშვილის ღია ლექცია


212-ე  აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის  ღია ლექცია ჩაატარა ამავე სკოლის ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (www.nbgg.ge) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი თარხნიშვილმა.

 

ლექციის  თემატიკა მოიცავდა: რეკრეაციული ზონების მარკეტინგსა და პიარს, ფასწარმოქმნის სტრატეგიებს, სეგმენტების მიხედვით დივერსიფიკაციას, დისქაუნთინგს, მარკეტინგულ კამპანიებს, ფრომოუშენს, ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებელ პროექტებს, სტუდენტების პროფესიულ პრაქტიკას და დასაქმებას.

 

ლექციის დროს დაიგეგმა ტური საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სადაც სტუდენტები დაათვალიერებენ ახალშექმნილ იაპონურ ბაღს.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტს  შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge