მასტერ კლასი ინოვაციურ ტექნოლოგიებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მასტერ კლასი ინოვაციურ ტექნოლოგიებში


აკადემიური პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერ კლასი ინოვაციურ ტექნოლოგიებში. მეცადინეობას უძღვებოდა  ინოვაციური ტექნოლოგიების მარკეტინგული კომპანია “ჯეოქარდის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა მაკდესიანი.

 

აქტივობა ეხებოდა, ისეთ საკითხებს როგორიცაა: კლიენტთან პირველადი კონტაქტის დამყარების, შთაბეჭდილების მოხდენის, ნდობის მოპოვების ტექნიკა; მომხმარებელთა საჭიროებების გამოავლენის შესაძლებლობები; მომხმარებლის ტიპოლოგია და ინდივიდუალური მიდგომა; უპირატესობის წარდგენის, პროდუქტის შეთავაზების ტექნიკა; ეფექტური მოლაპარაკების მართვის მიმართულებები და სხვ.

 

შეხვედრა საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა.