კიდევ ერთი გამარჯვება ევროკავშირის პროგრამაში ერაზმუს+

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კიდევ ერთი გამარჯვება ევროკავშირის პროგრამაში ერაზმუს+

2016 წელს გრიგილ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში ერაზმუს+ KA107 (Erasmus+ KA107). პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტი (პოლონეთი). http://www.ujk.edu.pl/index_en.php

 

აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს გრიგილ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ტურიზმისა და ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს განახორციელონ მობილობა, ანუ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

 

ასევე, პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

თავის მხრივ, პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი უმასპინძლებს იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს.

 

ვულოცავთ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ევროკავშირის პროექტში გამარჯვებას.

 

აპლიკაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 დეკემბერი.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე; n.kemertelidze@gruni.edu.ge   577538626