გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ავთანდილ ალფაიძე და ისაკ ავალიანი, 2016 წლის 3 ივლისიდან, ერთი სემესტრით ისწავლიან აღნიშნულ უნივერსიტეტში. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები, დაგროვილი კრედიტები კი ჩაეთვლებათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე რაიბული 595 51 98 34