აკადემიური პერსონალის ტრენინგი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკადემიური პერსონალის ტრენინგი


მ/წ 17 ივნისს მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის ძირითადი ასპექტები. ტრენინგი ჩაატარა მედიცინის სკოლის აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელმა პროფოსორმა ნინო წილოსანმა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლიდან იგეგმება მედიცინის სკოლის აკადემიური პროგრამის ძირეული რეფორმა სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდების იმპლემენტაციის გზით, სატრენინგო კურსის მიზანი იყო, მიეწოდებინა მსმენელისთვის ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო საკითხებზე: სამედიცინო განათლების გლობალური კრიზისი და მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები, ინტეგრირებული კურიკულუმის, როგორც შედეგზე ორიენტირებული სწავლების აუცილებელი პირობის არსი, სწავლების მეთოდოლოგია და სხვ.

 

საკონტაქტო პირი: ნინო წილოსანი n.tsilosani@gruni.edu.ge