გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებას, სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, ასევე, კვლევით და აკადემიურ სფეროში თანამშრომლობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა