კრიმინოლოგიის ტერმინთა ლექსიკონის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კრიმინოლოგიის ტერმინთა ლექსიკონის პრეზენტაცია


3 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“ წიგნის პრეზენტაცია და „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაფუძნებიდან 15 წლის იუბილე.

 

პროექტისა და იდეის ავტორი, „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტის დირექტორი, ამერიკისა და ევროპის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და გააცნო ინსტიტუტში არაერთი პროექტის არსებობა, რომელიც ქართული კრიმინოლოგიის განვითარებას ემსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

 

საქართველოში, ისევე როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში, კრიმინოლოგიურ ხედვებთან, ცნებებთან და ტერმინებთან დაკავშირებით სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს ავტორთა არაერთგვაროვანი მიდგომა, აზრთა სხვადასხვაობა, ასევე ტერმინოლოგიური, ენობრივი თუ სხვა სახის უზუსტობანი. სწორედ ამ უზუსტობების აღმოფრხვრის მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით, განხორციელდა პროექტი „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა.

 

 

 

საკონტაქტო პირი:  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი

ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge