ექსპედიცია, „მოგზაურობა 300 წლის შემდეგ“ დასასრულს მიუახლოვდა. 1 ივნისს, მოგზაურობის მონაწილეები, ტანძიაში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში ჩავიდნენ, სადაც დახვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, პროფესორი ხათუნა კაჭარავა, პროექტის მონაწილე სტუდენტები და სულხან -საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია.
შეხვედრა ემოციური იყო. მონაწილეებმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი, პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ნაცვლიშვილმა სპეციალურად ამ ექსპედიციისთვის დამზადებული მოოქროვილი მედალიონი საჩუქრად გადასცა სულხან - საბა ორბელიანის მუზეუმს. მისივე წინადადებით ადმინისტრაცია გამოიყოფს ცალკე კუთხეს, სადაც განთავსდება ამ მოგზაურობის ამსახველი ექპოზიცია. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მოგზაურობის დეტალებს, გააცნობიეროს მისი სიმბოლური მიმართება დღევანდელობასთან. პროექტის მონაწილეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.
იხ. მოგზაურობის ამსახველი მასალა
საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge