2016 წლის 31 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შედგა ახალგაზრდა მმართველთა კლუბის პრეზენტაცია.
სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ და უნივერსიტეტის პროფესორებმა: მურთაზ კვირკვაიამ, თემურ მაისურაძემ, ანა ფირხალაშვილმა და გულნაზი გალდავამ.
საღამოზესაკუთარი შემოქმედება აჩვენეს ნათია თუშიშვილმა, მარიამ კარიაულმა, ნანა პავლიაშვილმა, მარიამ ჭკადუამ და ლექსო კულუამ. კლუბის დანარჩენმა წევრებმა წარადგინეს საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ.
საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge