მ/წ 24 მაისს შედგა სტუდენტების შეხვედრა „თი ბი სი“ ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან ბატონ დავით თორაძესთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ბანკის ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხები, საკანონმდებლო სიახლეები და ბანკსა და კლიენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებული პრაქტიკა. მსჯელობა გაიმართა აქტუალური თემების შესახებ - პოლიციური გამოსახლების პრაქტიკა, ქონების დაყადაღების და პრობლემური სესხების სამართლებრივი რეგულირება.
ბატონმა დავითმა ისაუბრა კარიერული განვითარების შესახებ და სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია gamsakhurdia.t@gmail.com

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI