სამართლის სკოლის დოქტორანტის თამარ ვეფხვაძის დისერტაციის დაცვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის სკოლის დოქტორანტის თამარ ვეფხვაძის დისერტაციის დაცვა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის თამარ ვეფხვაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების რეგულირება საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით და ჰარმონიზაციის პრობლემები“.

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფესორი დავით ძამუკაშვილი.

 

დისერტაციის დაცვის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის შემფასებელმა საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა, თამარ ვეფხვაძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

 

საკონტაქტო პირი: თამარ ღლონტი t.glonti@gruni.edu.ge