2016 წლის 11 მაისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო და ქართული ემიგრაცია.“
ბატონმა გელამ თავისი კარიერული გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს, რამდენიმე ყურადსაღები რჩევაც მისცა კარიერის დაგეგმვის საკითხებზე, ისაუბრა ქართული ემიგრაციისა და ქართული ენის სწავლების პრობლემებზე საზღვარგარეთ და ა.შ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა ყველა პროგრამის სტუდენტი.
„უაღრესად მოხარული ვარ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესურასთან და სტუდენტებთან ურთიერთობის გამო.
ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას მსგავსი მაღალ-აკადემიური და ჰუმანური სასწავლებლები!“ - აღნიშნა შთაბეჭდილებების წიგნში მინისტრმა .
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge