შიდა მობილობით სარგებლობის მსურველმა სტუდენტებმა, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მიზნით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (იხ.ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიური ცნობა (ნიშნების ფურცელი).
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია ანგარიშზე:
გადახდის პროცედურა:
- შედით თქვენს მობილურ ბანკში;
- აირჩიეთ „გადახდები“;
- აირჩიეთ „ახალი გადახდა“;
- საძიებო ველში ჩაწერეთ „Gruni“ და აირჩიეთ შესაბამისი მომსახურება;
- შესაბამის ველში მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი;
- სხვა პირის მიერ სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, საძიებო ველში აუცილებელია სტუდენტის პირადი ნომრის მითითება.
- მიუთითეთ გადასახდელი თანხა და დაასრულეთ გადახდის პროცესი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ჩასარიცხი აპარატის საშუალებით.
გადახდის განსახორციელებლად:
- ჩასარიცხ აპარატში აირჩიეთ კატეგორია „სხვა“;
- შემდეგ აირჩიეთ „განათლება“;
- მომსახურების ჩამონათვალში აირჩიეთ „GRUNI“;
- შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი;
- მიუთითეთ გადასახდელი თანხა;
- დაადასტურეთ და განახორციელეთ გადახდა.
მნიშვნელოვანია!!! ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
საკონტაქტო პირები:
ხატია მარკოზაშვილი, ელფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი, ელფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა