ნოვაციური პროექტის პრეზენტაცია ბერლინში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნოვაციური პროექტის პრეზენტაცია ბერლინში


მ/წ  9-10 მაისს, ბერლინში გაიმართა გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებისა და რობერტ ბოშის ფონდის ერთობლივი ღონისძიება: „კარგი მმართველობა, როგორც ტრანსფორმაციის გასაღები“ („Good Governance: Schlüssel zur Transformation“), სადაც 7 ქვეყნის 36 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

 

ფორუმზე მიწვეული იყო საჯარო მმათველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა ნოვაციური პროექტი “საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი”, გააცნო მისი ფუნქციები და განვითარების პერსპექტივები. პროექტმა მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია და რეკომენდაცია მისცეს აღნიშნული პროექტის განვითარებისათვის.

 

 

საკონტაქტო პირი:

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი ტელ: (+995 32) 2384406 (400);