ფესტივალ “გორგია”-ს დახურვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფესტივალ “გორგია”-ს დახურვა


26 აპრილს, უნივერსიტეტის ახალი კამპუსის ატრიუმში ორატორული ხელოვნების ფესტივალ “გორგია”-ს დახურვის და მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

 

ფესტივალის ფარგლებში, ამ ღონისძიების იდეის ავტორის, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას ხელმძღვანელობით სტუდენტები დაეუფლნენ ორატორულ ხელოვნებას და ჟიურის წინაშე სხვადასხვა თემებით წარსდგნენ: ქალი და პოლიტიკა, რა არის ბედნიერება, კრიტიკის შიში, კავკასიური ერთობა, ლიდერობა და ა.შ.

 

ჟიურის წევრებმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პრორექტორმა პროფესორმა გულნაზ გალდავამ და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა კაჭარავამ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასეს გამომსვლელები და გამარჯვებულები გამოავლინეს:

  1. ადგილი - ალეკო ცოტნიაშვილი
  2. ადგილი - მარიამ ბოკერია
  3. ადგილი - თეკლა ორთოიძე

 

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ კომპანია “ტექნო ბუმ”-ის მიერ დაწესებული პრიზები - პერსონალური კომპიუტერი, პლანშეტი და მობილური ტელეფონი.

 

განსაკუთრებული პრიზი დაიმსახურა ჟიურის სიმპათიის ნომინაციაში გამარჯვებულმა ქეთევან დავითურმა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

დაჯილდოების ცერემონიალს მუსიკალურად აფორმებდა ქართული ბენდი ნიკოლოზ კირვალიძის ხელმძღვანელობით.

 

საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი

ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge