„პროკრედიტ ბანკის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა დეა მოდებაძემ, უნივერსიტეტთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლაში გამართა „ახალგაზრდა ბანკირის“ ახალი პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა სრულად ფინანსდება „პროკრედიტ ბანკის“ მიერ. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ხოლო წარმატებით დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატებს ეძლევათ დასაქმების შანსი „პროკრედიტ ბანკში“.
პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ტრენინგები ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი) .
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge