საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია


2016 წლის 15 აპრილს,  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თემაზე - ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა რუსუდან ტარტარაშვილმა.

 

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე 100-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტის ნაშრომი იყო წარდგენილი. აქედან ოცი სტუდენტის ნაშრომი შეირჩა, მათ შორის, რუსუდან ტარტარაშვილის თემა რელიგიური ტურიზმის განვითარების თავისებურებანი ისტორიულ ჰერეთში (საინგილო). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ რუსუდან ტარტარაშვილი დაჯილდოვა 50 ლარიანი ვაუჩერით და თიანეთში დასვენების 2 დღიანი საგზურით.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე ჟიურის წევრი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი, რომელმაც, უნივერსიტეტის სახელით, მესამე ადგილზე გასული სტუდენტი გიორგი ევსია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge