ესპანელი პროფესორის ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ესპანელი პროფესორის ლექცია


2016 წლის 19 აპრილს როვირა ი ვირხილის (Rovira i Virgili) უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორმა დავიდ დუენას ი სიდმა, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში იმყოფება ერაზმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე “დისკრიმინაციული გამონათქვამები ონლაინ სივრცეში“.

 

ლექტორმა 2015 წელის კვლევის შედეგები გააცნო სტუდენტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება დამოკიდებული სოციალურ ქსელზე, ვიდრე პოლონეთსა და ესპანეთში.

 

საუბარი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით. კითხვები შეეხო ადამიანის ფსიქოპორტრეტს, იმიჯს და გარკვეულ სტატუსს, რომელიც ყალიბდება ინტერნეტ-სამყაროში.

 

პროფესორი დავიდ დუენას ი სიდი 12 მაისამდე დარჩება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და წაიკითხავს ლექციებს.

 

 

საკონტაქტო პირი: საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26