2016 წლის 18 აპრილს, გაიმართა იურისტ სტუდენტთა კლუბ „დიკეს“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები. პრეზენტაციას განსაკუთრებული ემოციურობა შესძინა ბათუმის წარმომადგენლობისა და ნანტის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მყოფი სტუდენტების სკაიპით ჩართვამ. კლუბის მიზანია, სამართლის სკოლის სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მათი აქტიურად ჩართვა გავცლითი და სტაჟირების პროგრამებში, კონფერენციებისა და კონგრესების მოწყობა და ა.შ.
ღონისძიების დასასრულს ჩატარდა მაგისტრანტთა სამეცნიერო სტატიების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ კონკურსში გამარჯვებული მაგისტრანტები: თამთა ნარსია და სოფო ბოლაშვილი ფულადი პრემიით დააჯილდოვა, ხოლო კონკურსის მონაწილე სხვა მაგისტრანტებს სერთიფიკატები გადასცა.
სტუდენტებს მაღალი აქტივობა მოუწონა და მხარდაჭერა გამოუცხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა.
საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge