2016 წლის 14 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტურიზმის მე-18 საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Tourism Fair 2016” გაიხსნა, სადაც მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ფირანაშვილმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ოფიციალურად გახსნა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს გარდა, ტურისტულ გამოფენაში, მონაწილეობდა ესტონეთი, ლატვია, ბელარუსი, თურქეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, ტაილანდი და უკრაინა .
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოს საუკეთესო ტურისტულ ადგილებში, გაიგონ რა სახის ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობენ ტურისტული სააგენტოები. გამოფენაზე წარმოადგენილ იყო ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული მომსახურების სახეები და პროდუქტები.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი - m.piranashvili@gruni.edu.ge