2016 წლის 14 აპრილს, შემოსავლების სამსახურმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტის სტუდენტებისთვის გაცნობითი სახის სემინარი გამართა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ და მომსახურების დეპარტამენტის „გლდანი-ნაძალადევის“ სერვისცენტრში.
სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ამ ობიექტებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, სკანერის გამოყენების მეთოდიკასა და შედეგებს, სერვისებსა და პროცედურებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ.
საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge