კარიერული განვითარების ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კარიერული განვითარების ფორუმი


2016 წლის 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში „ვისოლ ჯგუფმა“, პირველად საქართველოში, „კარიერული განვითარების ფორუმი“ გამართა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების აკადემიური პერსონალი, რომლებიც გაეცნენ ჯგუფის განვითარების გეგმებსა და ადამიანური რესურსებისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს.

 

„ვისოლ ჯგუფი“ ყოველწიურად მართავს „სტუდენტური დასაქმების ფორუმს“, რომლის შედეგადაც ასობით სტუდენტს მიეცა, ამ კომპანიაში, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

 

აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კარიერის განვითრებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლები.

 

საკონტაქტო პირი:

კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური

ტელ: (+995 32) 2384406 (121); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: career@gruni.edu.ge