2016 წლის 11 აპრილს, სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.
შეხვედრის ფარგლებში ელჩი ბევრ საინტერესო თემას შეეხო. იგი სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან სლოვაკეთის ინტეგრაციის გამოცდილებაზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. მისი თქმით, ფასების ზრდა, ბაზრის ლიბერალიზაცია, სავიზო რეჟიმის გამარტივება ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნები უნდა მუშაობდნენ.
შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ელჩს ვიზიტისთვის.
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge