2016 წლის 10 აპრილს, მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო.
გამწვანების აქციაში, თბილისის მერიასთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და სულ 80 700 ხე დაირგვება.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან დარგვის სხვა ღონისძიებებშიც.
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406 ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge