2016 წლის 24 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა აზიურ ქვეყნებთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის კლუბის დაფუძნების ცერემონიალი. ღონისძიებაში მონაწილეოობის მისაღებად უნივერსიტეტს ესტუმრნენ კატარის, თურქეთისა და სამხრეთ კორეის დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები.
კლუბის ფარგლებში იგეგმება აზიური ქვეყნების უნივერსიტეტებთან პარტნიორობა, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ნინო ქემერტელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა პროფესორმა ანა ფირცალაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტები.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სტუმრებს გადასცა აზიის ურთიერთთანამშრომლობისა და კორპორატიული კლუბის საპატიო წევრობის სიგელები.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მაღალი შეფასება მისცეს.
საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი ტელ: 5 99 18 94 18