მემორანდუმი თბილისის მერიასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი თბილისის მერიასთან


2016 წლის 22 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ქ.თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს პროექტის, თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი, განხორციელებას.

 

პროექტი, თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი, გულისხმობს თბილისში აკადემიური და ტექნოლოგიური პროფილის გაერთიანების შექმნას, რომლის წევრიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ კლასტერი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს, მათ შორის, გრინვიჩის, არიზონას და ევროპის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

 

პროექტის მიზანია შეიქმნას ონლაინ-კათედრა, სადაც კლასტერის წევრებს შორის მუდმივად განხორცილედება სწავლების ინოვაციური მეთოდების, სასწავლო პროგრამების და გამოცდილების გაზიარება. პროექტში, აკადემიური პერსონალის გარდა, სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

 

საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი mail: n.metreveli@gruni.edu.ge მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ: 2 38 44 06 (122)