ლექცია კიბერუსაფრთხოების თემაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლექცია კიბერუსაფრთხოების თემაზე


2016 წლის 18 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ლექცია თემაზე „კიბერსივრცის მნიშვნელობა და საფრთხეები - რა შესაძლო გამოწვევების წინაშე დგას კიბერსამყარო“.

 

ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ წაიკითხა. იგი სტუდენტებს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, კიბერსივრცის ზოგადი მახასიათებლებისა და კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციების შესახებ ესაუბრა.

 

ლექცია ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა.

 

საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი mail: n.metreveli@gruni.edu.ge მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ: 2 38 44 06 (122)