გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2016 წლის 20 მარტს „Teen აკადემიის“ მესამე და მეოთხე ჯგუფის შემაჯამებელი პროექტი დასრულდა. მეორე ეტაპზე 400 - მდე აბიტურიენტმა გაიარა სწავლება სამართლის, მედიცინის, ჟურნალისტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სფეროებში. თითოეულ მათგანს რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ Teen Academy - ის ორენოვანი სერთიფიკატები გადასცა.
ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოს, გუნდურ და ინდივიადუალურ აქტივობებს, მასტერკლასებს, იმიტირებულ პროცესებს და გასართობ ღონისძიებებს.
საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი n.metreveli@gruni.edu.ge mob: +995 99 18 94 18