ორატორული ხელოვნების ფესტივალი -კონკურსის -“გორგიას” პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ორატორული ხელოვნების ფესტივალი -კონკურსის -“გორგიას” პრეზენტაცია


16 მარტს უნივერსიტეტის ატრიუმში ორატორული ხელოვნების ფესტივალი - კონკურსის - “გორგიას” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია  რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ გახსნა, ხოლო ჟურნალისტმა თათია პაჭკორიამ აუდიტორიას კონკურსის დეტალები გააცნო. კონკურსს ტრენინგის სახე აქვს და უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას მოიცავს, პროექტის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან ორატორულ ხელოვნებას, პრეზენტაციის უნარს და კონკრეტულ თემაზე დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე ინფორმაციული ორეულის დამკვიდრებას, ასევე საკუთარი იდეების და პროექტების სწორად წარდგენის ხელოვნებას დაეუფლებიან.

 

კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტთა ვერბალური იმიჯის დახვეწას, საკუთარი თავის დამკვიდრებას აუდიტორიის წინაშე, აქტიურად ჩართვას საზოგადოების ნებისმიერ დონეზე არსებულ დისკუსიასა თუ საჯარო გამოსვლებში. გარდა ამისა სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თავი და პოტენციალი გააცნონ, როგორც მომავალ კოლეგებს, ასევე აკადემიურ პერსონალს, მიიღონ დიდი პრაქტიკული გამოცდილება დოკუმენტური ფილმის შექმნაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ნებსმიერი მიმართულების სტუდენტებს.

 

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრებს გადასცემს კომპანია “ტექნო-ბუმი” 

1ადგილი - პერსონალური კომპიუტერი; 

2 ადგილი - პლანშეტი; 

3 ადგილი - მობილური ტელეფონი.