11-13 თებერვალს ბიზნესის და მართვის სკოლის პროფესორები მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან - ივდით შვანგირაძეს, მარი სოფრომაძესა და თამარ კუბლაშვილთან ერთად, ქ. მილანში (იტალია) იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა–გამოფენის - Bit 2016 (Borsa Internazionale del Turismo) მუშაობაში. http://bit.fieramilano.it/en.
მილანის საერთაშორისო გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა. ის 1980 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს ბაზრობაში 100 ქვეყანა და 2000 კომპანია მონაწილეობდა, მნახველთა რაოდენობამ 61781 შეადგინა, ჩატარდა 40000 ბიზნესშეხვედრა და სხვ.
ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა დაგეგმეს და განახორციელეს ტურისტული ტური - რომი–ფლორენცია–ვენეცია–მილანი. ამ ვიზიტის შედეგებს, პრეზენტაციის სახით, სტუდენტები თანაკურსელებს წარუდეგენენ.