სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-4 ნაკადს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, (რაც დასტურდება GPA-თ მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.
სტაჟირების პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, საჯარო სამსახურში საქმიანობისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებაში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებსაც სურვილი გაქვთ ჩაერთოდ პროგრამაში და აკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს, გთხოვთ 12 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლის მიზნით, მოგვმართოთ კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურს.
საკონტაქტო პირი: კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური, ოთახი #122
ტელ: (+995 32) 2384406