კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2016“ იწყება! ყოველწლიური კონკურსი, რომელიც 2012 წლიდან იმართება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და სტუდენტების აქტიურ ჩართვას სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

 

კონკურსი იძლევა სტუდენტების ცოდნის გაღრმავებისა და მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას. სტუდენტურ გუნდებს საშუალება ექნებათ სოციალურ საწარმოებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ და მიიღონ მნიშვნელოვანი პრიზები, ან თავად შეიმუშავონ სოციალური საწარმოების ბიზნეს-გეგმები და მიიღონ დაფინანსება. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სტუდენტები გაიცნობენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ახალგაზრდებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

 

კონკურსი 2 ნომინაციაში გაიმართება:

I ნომინაცია, ბიზნეს პროექტის შემუშავება და განხორციელება - გულისხმობს არსებული სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული პროექტების შედგენას და შემდგომ, მათ პრაქტიკაში განხორციელებას. ნახევარფინალში  4 წარმატებული პროექტი გადავა თითოეულ გუნდს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ 1500 ლარს გადასცემს, რათა მათ პრაქტიკაში განახორციელონ თავიანთი პროექტები. ფინალში გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს კი, 2000 ლარის ფარგლებში, დაუფინანსდება ვიზიტი სოციალური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

II ნომინაცია, ახალი სოციალური საწარმოს ბიზნეს-გეგმის შექმნა - გულისხმობს სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად, ან საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახალი სოციალური საწარმოს იდეის ჩამოყალიბებას და შემდგომ სრული ბიზნეს-გეგმის შექმნას.

 

ნახევარფინალში გადასული გუნდები მათ მიერ შემუშავებულ იდეებს სრულყოფილი ბიზნეს-გეგმების სახეს აძლევენ და ფინალურ კონკურსზე წარმოადგენენ, რომელთაგანაც ჟიური შეარჩევს საუკეთესოს. გამარჯვებული პროექტი, თუ იგი დააკმაყოფილებს „ევროპის ფონდის“ ყველა მოთხოვნასა და კრიტერიუმს, დაფინანსდება 20,000 ლარის ფარგლებში.

 

აპლიკაციები მიიღება 10 მარტის ჩათვლით.

 

22 – 24 და 29 თებერვალს გაიმართება სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე. შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ ღრმად გაეცნონ სოციალური მეწარმეობის კონცეფციის არსს და დასვან შეკითხვები კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრები ინტერაქტიური ხასიათის იქნება.

 

სემინარები გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახლად დაფუძნებულ „ტექნოპარკში“, სადაც სტუდენტებისთვის მოეწყობა სპეციალური ექსკურსია „ტექნოპარკის“ მიერ შეთავაზებული სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრაზე დასწრებლად სტუდენტებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

 

კონკურსს ახორციელებენ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ევროპის ფონდი“.

 

გუნდის დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/2oYl03

 

დამატებითი  ინფორმაციისთვის  ეწვიეთ  სტუდენტური კონკურსის და ასევე,  სოციალური მეწარმეობის ცენტის ვებ-გვერდებს:

www.gosocialenterprise.ge

www.segeorgia.org
 

ან შემოგვიერთდით ფეისბუქზე:

  • Gosocialenterprise
  • სოციალური მეწარმეობის ცენტრი

 

საკონტაქტო პირი:  სოციალური მეწარმეობის ცენტრი  - (+995 32) 2399019   www.csrdg.ge