2016 წლის 1 თებერვალს სტარტი მიეცა მედიაციის პროექტს, რომელშიც 50 სკოლის 100- მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი 5 დღე გაგრძელდა. მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ მედიაციის სპეციფიკას, დაეუფლენ პროცესის წარმართვის ტექნიკას.
კონკურსი რამდენიმე ტურად ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს 2 გუნდი შეეჯიბრა. პირველი გუნდი წარმოადგინეს ნათია ჯულუხაძემ და ლევან კერესელიძემ, მეორე გუნდი - დავით დუდაშვილმა და პაატა გვათუამ.
ორივე გუნდმა მაღალი მომზადების დონე აჩვენა, ამიტომ ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ორივე გუნდი გამოცხადდა, რაც ოთხივე მონაწილისთვის 100% - იან საუნივერსიტეტო გრანტს და ევროპულ სასწავლო ტურში უფასო მონაწილეობას ითვალისწინებს.
პროექტში მონაწილე დანარჩენმა წევრებმა მიიღეს კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები და 5 % - იანი ფასდაკლების ვაუჩერები, რომელსაც დაემატება 15%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნის შემთხვევაში.