მედიაციის პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის პროექტი


2015 წლის 1 თებერვალს სტარტი მიეცა მედიაციის პროექტს, რომელშიც 50 სკოლის 100- მდე მოსწავლე მონაწილეობს. პროექტი 5 დღეს გასტანს. ამ პერიოდში მოსწავლეები ტრენინგებს გაივლიან, გაეცნობიან მედიაციის პროცესის სპეციფიკას, მიიღებენ სიტუაციურ ამოცანებს, რის შემდეგაც ჩატარდება მედიაციის ტურები.

 

კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები, მიიღებენ საუნივერსიტეტო გრანტის სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს მათი სწავლის 100% - იან დაფინანსებას.

 

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებისთვის, სწავლის საფასური განისაზღვრება 2250 ლარით.

 

გარდა ამისა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ორივე გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპულ სასწავლო ტურში, რომელიც სრულად დაფინანსდება საუნივერსიტეტო გრანტით.

 

პროექტში მონაწილე დანარჩენი წევრები მიიღებენ სერტიფიკატებს და 5% - იანი ფასდაკლების ვაუჩერს.