2016 წლის 29 იანვარს, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "საჯარო სამსახურის რეფორმა, საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება და მისი იმპლემენტაცია". კონფერენციაზე, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმა საქართველოში, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხით, რეგიონში, ლიდერია.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის კონცეფციის შექნაში და უშუალოდ კანონის შემუშავებაში ჩართული იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა. პროფესორი პაატა ტურავა აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმასთან არის დაკავშირეული. კონფერენციაზე არაერთხელ აღინიშნა მისი ღვაწლი აღნიშნულ პროცესებში.
საქართველოს მთავრობის კანცელარიამ და საჯარო სამსახურის ბიურომ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს, კერძოდ კი საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის აკადემიურ პერსონალს, რეფორმის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.