ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქ.თბილისის მერიასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქ.თბილისის მერიასთან


2016 წლის 28 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური ცენტრის პროექტის „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ დირექტორმა მარინა ბერაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს .

 

ხელშეკრულების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს პროექტ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ -ს ფარგლებში გაივლიან, სადაც სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, იურიდიულ კონსულტაციებს და პრაქტიკულ დახმარებას გაუწევენ.

 

კურსი 4 თვე გაგრძელდება და 100 -მდე მაგისტრანტი გაივლის პრაქტიკას. კლინიკის მიზანია მაგისტრანტებს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოიმუშაონ სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ადმინისტრირების უნარი. შეძლონ სამართლებრივი ბაზით სარგებლობა - სასამართლო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი. მსგავსი ტიპის აქტივობებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამომავლოდაც გეგმავს.

 

 

საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი n.metreveli@gruni.edu.ge