საშობაო სკოლის დახურვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საშობაო სკოლის დახურვა


პროექტი „საშობაო სკოლა“ უფროსკლასელების პროფესიულ ორიენტაციას ემსახურება. მას ტრადიციული სახე აქვს და მოსწავლეთა მოწონებას იმსახურებს. წელს, პროექტის ფარგლებში, 200-მდე მოსწავლემ სამართალის, საჯარო მმართველობის, პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 2 კვირიანი გაცნობითი კურსი გაირა. აღსანიშნავია ჟურნალისტიკის ჯგუფის მოსწავლეთა პრაქტიკული შედეგი - მათ, მოკლე დროში, მცირე ფორმატის სატელევიზიო სიუჟეტი მოამზადეს და სკოლის დახურვის ცერემონიალზე წარადგინეს.

 

მოსწავლეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ მაისურაძე, რომელსაც „საშობაო სკოლაში“ მიჰყავდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის კურსი. უნივერსიტეტის - რექტორმა მამუკა თავხელიძემ - „საშობაო სკოლის“ მსმენელები სერთიფიკატებით და უნივერსიტეტის სასწავლო ფასდაკლების ვაუჩერებით დააჯილდოვა.

 

დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ მშობლები და საშუალო სკოლის წარმომადგენლები. მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს ასეთი ღონისძიების ჩატარებისათვის.

 

მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას ალმა მატერი სამომავლოდაც გეგმავს.

 

საკონტაქტო პირი: ირიშკა კობახიძე irina.kobakhidze@gruni.edu.ge 568 67 60 22